დღეს ინტერნეტი ვირუსივითაა მოდებული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში,საზოგადოებას არ აღშფოთებს ეს ფაქტი და კარს ფართოდ უხსნის კაცობრიობის ზომბირების ყველაზე კარგად განვითარებულ საშუალებას. ალბათ ირგვლივ ძალიან ცოტა ინდივიდია, რომლებიც უარს ამბობენ ინტერნეტის მოხმარებაზე , ისინი ინტენსიურად იყენებენ და დროის დიდ ნაწილს უთმობენ მას.
ინტერნეტზე დამოკიდებული ადამიანი ვერ აცნობიერებს დროის გასვლას. ინტერნეტი ჰგავს ნარკოტიკს , რომლის გამოყენების დროსაც დროის შეგრძნების უნარი აღარ მუშაობს და სხვა სამყაროში ხდება მოვლენების განვითარება , ამას მომხმარებელი ვეღარ გრძნობს, ის გადართულია არარეალურ სამყაროში სადაც საკუთარ სურვილებს ისრულებს და თავს კარგად გრძნობს, შეიძლება იმ მომენტში მას მხოლოდ ეს სჭირდება მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდეს, კონცენტრირებას ვერ ახდენს და თავს არიდებს. დღეს სოციალური ქსელების ბუმია,მაგრამ სოციუმში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს “Facebook” , “Instagram” ,”Twitter” , მათი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის შესაძლებელი, არ ითხოვს აუცილებელ იდენტიფიკაციას და მარტივია „Fake” ბრაუზერის გახსნა მათ შორის ბავშვებისთვის. თითქოს ბუნებრივი გახდა გაწევრიანება ზემოთ ჩამოთვლილ ქსელებში . საზოგადოება თვლის რომ ინტერნეტს აქვს განსაკუთრებული უნარი , ეს არის იაფი და სწრაფი კომუნიკაცია , თუმცა ზღვარის გავლება წარმოუდგენელია , იმდენად ხდება დამოკიდებულება ხშირად ინტერნეტში თამაშისას ეწირებიან სიცოცხლეს, ამის არაერთი მაგალითია ქვეყანაში , საშიშროების წინაშე დგას მსოფლიო , დადებით შესაძლებლობებთან ერთად უარყოფითზე უნდა დაიწყონ ყურადღების გამახვილება და პირველ რიგში პრობლემა არა ინტერნეტში არამედ ადამიანის ფსიქიკაში უნდა ეძებონ .
ახლა უკვე ბეჭდურ მედიას ანაცვლებს სოციალური მედია , ქაღალდის ყდიან წიგნებს ონლაინ წიგნები , რომლებიც თავმოყრილია „Kingle”-ში, სადაც ნებისმიერი წიგნის ელექტრონული ვერსია არსებობს ინგლისურ ენაზე. ეს ყველაფერი დიდ ქაოსს იწვევს და არავინ იცის როდემდე გაგრძელდება უძველესი გამოგონებების ერა. კომფორტულ და იაფ სიამოვნებას ცვლიან იმ უდიდესი მიღწევების ჩვენამდე მოტანილზე.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/u_4O4_F2AzI" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe> ყველაზე დიდი პრობლემა ფსიქოლოგიური ზეგავლენაა, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ქვეშ მომხმარებელი არაკონტროლირებადი ხდება , ინტერნეტში მას ყველანაირი საშუალება აქვს თავი ნებისმიერ პერსონად წარმოიდგინოს , სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანები ხშირად მსხვერპლი ხდებიან აზარტული თამაშების , ისინი ვერ ერევიან საკუთარ თავს რაც ძალიან გახშირდა 21-ე საუკუნეში , ახლა უკვე მსურველს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია შეიქმნას თბილი, კომფორტული გარემო და ითამაშოს . ეს ძალიან მძიმე და მტკივნეულია მაშინ როდესაც იაზრებს თუ რა ჩაიდინა და რომ გამოსწორება შეუძლებელია , ამიტომ ხშირად ფატალურად სრულდება ასეთი სიტუაციები.ადამიანებს რომლებიც ზომიერად იყენებენ ინტერნეტს მათ აქვთ რაიმე მიზანი ,რომ გააკეთონ დასახული საქმე , ისარგებლონ გამიზნულად. ისინი ჯერ კიდევ ფლობენ ჯანსაღი ურთიერთობისათვის საჭირო უნარს. ~
No comments:
Post a Comment